
This is a modal window.
„კონსტიტუციურ უფლებას რატომ გვიზღუდავს ეს გახარიას და ივანიშვილის ხელისუფლება,“ - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა მელიამ გააკეთა.
ნიკა მელია ჩუმლაყში აქციის მონაწილეებისთვის გზის გადაკეტვას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება გეგმავს, მასშტაბური აქციის ჩაშლას.
„თელავამდე ერთი საათია და ხედავთ, ჩახერგეს ავტობუსებით, იქ ზონდერები დაგვახვედრეს აგურებით და ქვებით,“ - ამბობს ნიკა მელია.
სამართალდამცავებმა მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, რომ ყვარლის მიმართულებით გააგრძელონ გზა.
ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება ჩუმლაყში. თელავისაკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა.
საპატრულო პოლიციას ბლოკირებული აქვს მთავარი მაგისტრალი, მანამდე ოპოზიციის კოლონადებს გზა გადაუკეტეს გომბორის უღელტეხილზეც, ამიტომ მათ სვლა ალტერნატიული გზით განაგრძეს, თუმცა ჩუმლაყშიც მაგისტრალი გადაკეტილია.