30 ივნისი 2024,   11:27
ვრცლად
აფეთქება ათენში ადგილობრივი ტელეკომპანიის შენობასთან - ასაფეთქებელი მოწყობილობა გვიან ღამით ამოქმედდა

აფეთქება ათენის ერთ-ერთ გარეუბანში - ადგილობრივი ტელეკომპანიის შენობასთან დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გვიან ღამით ამოქმედდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდასხმის შესახებ მათ წინასწარ აცნობეს, რის შემდეგაც პოლიციამ შენობის ევაკუაცია მოახდინა.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია შენობის შესასვლელი და ტელეკომპანიის კუთვნილი რამდენიმე ოთახი. ფანჯრები ჩაიმსხვრა მეზობელ სახლებშიც. გამოძიებას ანტიტერორისტული სამსახური აწარმოებს.

დღის ამბები