02 ივლისი 2024,   10:15
ვრცლად
საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხების პოტენციალი აქვს - ლუის დე ლა ფუენტე

ესპანეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუის დე ლა ფუენტეს განცხადებით, საქართველოსთან მატჩი სრულიად განსხვავებული იქნება და ნებისმიერი შეცდომა ძვირად დაუჯდებათ.

მის განმარტებით, საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხების პოტენციალი აქვს.

"საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსთან ჩატარებულ მატჩთან შედარებით, აბსოლუტურად განსხვავებული შეხვედრა გველოდება. ვილი სანიოლის თქმით, სწორედ ამ მატჩის წაგების გამო არიან ევროპის ჩემპიონატზე, ასე რომ სრულიად განსხვავებული თამაში იქნება და ნებისმიერი შეცდომა ძვირად დაგვიჯდება. საქართველოს დიდ პატივს ვცემთ, მათ პორტუგალია დაამარცხეს და ეს ადასტურებს, რომ მომზადებული გუნდია. მეტოქის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება და ძალა კონტრშეტევებია, რასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ასევე - ინდივიდუალურად ფეხბურთელებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონტრშეტევებზე ძალიან სწრაფად გადადიან. გარდა ამისა, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. მამარდაშვილს რაც შეეხება, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხების პოტენციალი აქვს. ჩვენ მაქსიმალურად კარგი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. ნებისმიერ მეტოქესთან თამაშზე ბევრს ვმუშაობთ. გამარჯვებისთვის გავდივართ მოედანზე. ასე იქნება საქართველოსთანაც. ჩვენ გვყავს ინდივიდუალური ტალანტები და ვეცდებით, მეტოქე გავაოცოთ", - განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ.

დღის ამბები