01 ივლისი 2024,   19:51
ვრცლად
ესპანელ ფეხბურთელებს პატივს ვცემ, მაგრამ მგონია, რომ კვარა არის მსოფლიოში საუკეთესო - გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა. მამარდაშვილმა აღნიშნა, რომ ესპანელ ფეხბურთელებს პატივს სცემს, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად მიაჩნია.

"მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი კვარას ვგულშემატკივრობ და ვფიქრობ, რომ ის საუკეთესოა მსოფლიოში და ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც შეუძლია მოიგოს ოქროს ბურთი.

ეს არ ნიშნავს, რომ ესპანელ ფეხბურთელებს პატივს არ ვცემ, ჩემი რესპექტი მათ, ძალიან მაგრები არიან ისინიც, მაგრამ მგონია, რომ კვარა არის მსოფლიოში საუკეთესო," - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

დღის ამბები