2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია. ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველო ასევე პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში.
"2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია. ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით. ამასთან, საქართველო პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში.
დემოკრატიული და ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტების მშენებლობა და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდა ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავია. ფაქტები თავის თავზე მეტყველებენ – საქართველო, როგორც ეკონომიკური ზრდით, ისე ინსტიტუციური განვითარებით, ლიდერია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის," წერს შალვა პაპუაშვილი.