03 მაისი 2024,   00:39
ვრცლად
ხაშურში ტექნიკის მაღაზია "ელექტრონიკა" გაქურდეს

ქურდობა ხაშურში - დაუდგენელმა პირებმა ტექნიკის მაღაზია "ელექტრონიკა" გაქურდეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მაღაზია უნივერმაღის შენობაში მდებარეობს. 

ჩამსხვრეულია მაღაზიის შუშები. სავარაუდოდ, დამნაშავეებმა შენობაში შესვლა ფანჯრის ჩამტვრევის შედეგად შეძლეს. 

არსებული ინფორმაციით, წაღებულია მობილური ტელეფონები. 

როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

დღის ამბები