06 მაისი 2024,   03:05
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - 31 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ვაჟა ფშაველას გამზირზე 31 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა მხარის არეში აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. "კურიერს" სანდო წყარო უყვება რომ მამაკაცს კონფლიქტის ნიადაგზე გვერდზე მჯდომმა ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები