19 აპრილი 2024,   11:24
ვრცლად
წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა - უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე გადაწყვეტილება ისევ არ არის მიღებული

წმინდა სინოდის სამსაათიანი სხდომა დასრულდა. მთავარი თემა უკრაინის ავტოკეფალია და საქართველოს ეკლესიის პოზიცია იყო. სინოდის წევრების პოზიცია ორად არის გაყოფილი, ნაწილი მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ნაწილი კი ამ საკითხს არ ეთანხმება.

დღეს საბოლოო გადაწყვეტილება სინოდს არ მიუღია, საქართველოს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის განცხადებას ელოდება.

„სინოდი სიფრთხილით მოეკიდა და მოვლენებს დაველოდებით. ეკლესია აუცილებლად დაუჭერს მხარს ყველა სამართლიან გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის სწორ მოთხოვნას. იყო აზრთა სხვადასხვაობა. ამ თემაზე ვიმსჯელეთ,“- განაცხადა მეუფე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ.

წალკისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზოსიმეს თქმით, ინავარში მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება და შემდეგ საქართველოს საპატრიარქო რეაგირებას მოახდენს.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები