08 დეკემბერი 2024,   11:12
ვრცლად
სიტყვის თავისუფლება და პატრიარქის ეპისტოლე -"ოცნება" გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის ემზადება

პატრიარქის ეპისტოლეს გამოქვეყნების შემდეგ მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებებზე ალაპარაკდა. ილია მეორემ ეპისტოლეში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხშირად ადგილი აქვს სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობს და "სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმას.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქს დაეთანხმა და განაცხადა, რომ ცილისწამება პრობლემაა და დაადასტურა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა და დიდი ალბათობით, მმართველი გუნდი ამ ინიციატივაზე საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.

ეჭვი, რომ ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონში გამკაცრებას და დამატებით რეგულაციებს აპირებდა, ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის პირველი საახალწლო მიმართვის მოსმენისთანავე გაუჩნდა. ახალი წლის ღამეს პრეზიდენტმა თქვა, რომ საჭიროა ფიქრი, რომ კანონით, ერთდროულად, სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსება იყოს დაცული. კობახიძის დღევანდელმა განცხადებამ კი ოპოზიცია საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას კანონში ცვლილებებით შეეცდება.

სამოქალაქო სექტორი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას კანონის გამკაცრება პოლიტიკური მიზნებისას და კრიტიკული აზრის ჩასახშობად სჭირდება და ამზადებს ნიადაგს, რომ ცვლილებები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოიყენოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები