19 მაისი 2024,   12:00
ვრცლად
გორის რაიონში 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა - ჩვილის მშობლები ექიმების უპასუხისმგებლობაზე საუბრობენ

გორის რაიონში 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა  - მომხდარის დეტალები ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. მშობლები H1N1 ვირუსით გარდაცვალების ფაქტს გამორიცხავენ და ექიმების უპასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ბავშვი ბებიის სახლში, სოფელ ბერბუკში გუშინ გარდაიცვალა. ოჯახის წევრების თქმით, წითელას გართულებული დიაგნოზით ბავშვი ჯერ ყვარლის, 2 კვირის მანძილზე თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში, მოგვიანებით კი გორში მკურნალობდა.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. ბავშვის ცხედარი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელშია გადასვენებული.

"გადავიყვანეთ პავლოვზე, ინფექციურში და იქიდან მერე მოხდა ისე რომ ვერ გაიგეს რომ ფილტვებიდან მოდიოდა ეს სიცხე და ესე გაგვწერეს და მოხდა ეს უბედური შემთხვევა,"-აცხადებს, გარდაცვლილის დედა, ნინო ჩახვაშვილი. 

დღის ამბები