16 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი: უარგუმენტოდ ვეტოს დადებით ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არ აქვს, ასევე უარი უთხრა ყველა კონსტრუქციულ ძალას ვისაც რაიმე მოსაზრება ჰქონდა და ისევ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი

"სალომე ზურაბიშვილი, ისე როგორც ხდება მავნებლებისა და უვიცების შემთხვევაში, ისე აჩვენებს ქართული კანონის აუცილებლობას, რომ თვითონ აზრზეც არ არის. უარგუმენტოდ(!) ვეტოს დადებით მან დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არა აქვს", - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ზურაბიშვილმა ამ ნაბიჯით თავის უგუნურ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი.

"სალომე ზურაბიშვილი, ისე როგორც ხდება მავნებლებისა და უვიცების შემთხვევაში, ისე აჩვენებს ქართული კანონის აუცილებლობას, რომ თვითონ აზრზეც არ არის. უარგუმენტოდ(!) ვეტოს დადებით მან დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არა აქვს. მან ასევე უარი უთხრა ყველა კონსტრუქციულ ძალას ვისაც კი რაიმე სახის მოსაზრება ჰქონდა და ამით ისევ თავის უგუნურ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი. ერთადერთი რასაც ველოდები მისგან, ეს მოლოტოვის კოქტეილის სროლაა პოლიციელისკენ ან თუნდაც პარლამენტის შენობისკენ, თორემ აკვალანგის სათვალით აღჭურვილი, სასტვენის სტვენას რომ მალე დაიწყებს ამაში ეჭვიც არ მეპარება", - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები