"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტს და მათ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
ღარიბაშვილის შეფასებით, მინისტრების ქმედება იყო ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა იყო.
"ყველამ იხილეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი. ჩამოვიდნენ, ამ ადამიანებს შეხვდა პრემიერიც, მგონი, პარლამენტის თავმჯდომარეც და გაიმართა ეს დისკუსიები. ცალკე შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს ადამიანები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ჰქვია ამას, თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში? შეურაცხყოფაა, აბა რა არის? დარღვევაა საერთოდ ყველაფრის, და ამ დროს გველაპარაკებიან მეგობრობაზე? მოეწონებოდათ მაგ ადამიანებს, ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი რომ ჩავიდეს და გამოვიდეს მათი ოპოზიციის მიტინგზე? ჰგონიათ, არაფერი აქვს სათქმელი მათ ოპოზიციას იქ ქვეყნის შიგნით? ჩვენ კარგად ვიცით, რაც ხდება მათ ქვეყნებში, მაგრამ არ ვერევით მათი ქვეყნების შიდა საქმეებში. რატომ აძლევენ თავს ამდენის უფლებას? პრობლემა არის შემდეგი, ეს დამოკიდებულება, რომ თქვენ ვინ ხართ საერთოდ, საქართველო როგორ ბედავს ამდენ რამეს - ეს დამოკიდებულება აქვთ,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.