ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე საუბრობს. დიალოგი აუცილებელია - ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რომელიც იმედოვნებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდები პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას მიიღებენ.
პრემიერ-მინისტრი მზადაა, ახალგაზრდებისგან არგუმენტირებული შენიშვნები გაიზიაროს. განცხადება ირაკლი კობახიძემ გუშინ გაავრცელა. დაწერა, რომ ემოციები გარკვეულწილად ჩაცხრა და ეს ჯანსაღი დისკუსიის შესაძლებლობას აჩენს.
პრემიერის მიმართვას უარით უპასუხა მოძრაობა "ჯიუტმა". ყოველგვარ დისკუსიას ემიჯნება "დაფიონიც". აქციებში მონაწილე ახალგაზრდების ნაწილი დიალოგზე თანახმაა - თუმცა საკუთარი პირობებით.
ოპოზიცია დიალოგის შესახებ ინიციატივას დაგვიანებულს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ უკვე მიღებულ კანონთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.
მმართველი პარტიაში მიაჩნიათ, რომ საჯარო დისკუსიაზე უარი კანონის წინააღმდეგ არგუმენტების არარსებობას ადასტურებს. ამბობენ, რომ ის, ვინც რეალურად დაინტერესებულია დიალოგით, შეთავაზებას უნდა დათანხმდეს. უმრავლესობის წევრების შეფასებით, პრემიერის წინადადება ადასტურებს, რომ ხელისუფლებისთვის თითოეული მოქალაქის პოზიცია მნიშვნელოვანია.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით დისკუსიისთვის, პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მათ მიერ შერჩეულ ექსპერტებსაც იწვევს.