27 ივლისი 2024,   04:35
ვრცლად
ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა. ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს.

რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან დაახლოების პროცესში, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, განაგრძოს წინსვლა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

აღინიშნა, რომ სასესიო ფორმატის ფარგლებში არაერთი საინტერესო ინიციატივა გაჟღერდა, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სახელმწიფო სისტემების განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების დახვეწას და, აგრეთვე, პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმირების პროცესის წარმატებას 

დღის ამბები