19 მაისი 2024,   12:01
ვრცლად
პატრულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელის შობის ღამეს დაჭრეს, კვლავ მძიმე რჩება

"კურიერმა" იმ ადგილს მიაკვლია, სადაც პატრული დაჭრეს, თუმცა ადგილობრივები ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობენ. მომხდარის მიზეზებზე განმარტებებს არც შინაგან საქმეთა სამინისტროში აკეთებენ. სავარაუდოდ, დეტალები დაჭრილ პატრულთან გასაუბრების შემდეგ გახდება ცნობილი. სისხლის სამართლის საქმე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ინციდენტი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შობაზე, დღის ბოლოს მოხდა. ზაზა კახნიაშვილს ჭრილობა კისრის არეში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ინციდეტის დროს ის სამსახურეობრვ მოვალეობას არ ასრულებდა. დაჭრილ პატრულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმე რჩება.

დღის ამბები