19 მაისი 2024,   12:01
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკან დახევას არ აპირებს და კლანის ინტერესების დაცვაზე უარს არ იტყვის - ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოზიციის შეცვლას არ აპირებს და არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის განახლებაზეა საუბარი.

საბჭოს არამოსამართლე წევრები ამბობენ, რომ ამ თემაზე კონსულტაციები არ ყოფილა და სავარაუდოდ, არც იგეგმება.

ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკან დახევას არ აპირებს და კლანის ინტერესების დაცვაზე უარს არ იტყვის.

„მოსამართლე წევრებთან მსჯელობა არ ყოფილა დაველოდოთ სხდომას, რომელიც იქნება უახლოეს დღეებში და ვნახოთ იუსტიციის საბჭოს უმაღლესი წევრები თუ  განიხილავენ ამ საკითხს. მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან კონსულტაციები არის შეუძლებელი, რადგან ისინი არიან კლანის წევრები და აქვთ კერძო ინტერესები, ამიტომ ეს კონსულტაციები იმთავითვე არის წარუმატებელი,“-ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

დღის ამბები