24 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ავსტრალიაში საეჭვო ამანათების გაგზავნაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა დიპლომატიური უწყებებისთვის საეჭვო ამანათების გაგზავნაში ეჭვმიტანილი დააკავეს. 48 წლის მამაკაცი სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება. ამ დრომდე უცნობია მისი მოტივი.

გამოძიების ინფორმაციით სიდნეიში, მელბურნსა და კანბერაში მდებარე სხვადასხვა ქვეყნის საკონსულოებს სულ 38 საეჭვო ამანათი ფოსტის საშუალებით გაუგზავნეს. პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით დიპლომატიური უწყებების ევაკუაცია განახორციელა. სპეციალისტები ამ დრომდე პაკეტების შიგთავსს სწავლობენ.

დღის ამბები