24 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ სარფის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი," - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს. 

დღის ამბები