03 მაისი 2024,   07:44
ვრცლად
4 წლის ბავშვის გარდაცვალება - მცირეწლოვნის დედა განაჩენს ელოდება

4 წლის შვილზე ძალადობაში ბრალდებული დედა განაჩენს ელოდება.  აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

ლელა ქსოვრელს საგამოძიებო უწყება ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავება. მას ბრალის დადგენილება პროკურორებმა გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩააბარეს. ლელა ქსოვრელი ბრალს არ აღიარებს.

4 წლის ნინო ზალინაშვილი კი ამ დრომდე პროზექტურაშია დასვენებული. ბავშვის ცხედრის ექსპერტიზა ჯერ კიდევ გუშინ დასრულდა, თუმცა მცირეწლოვანი გოგონას დაკრძალვის სურვილი ამ დრომდე არავის გამოუთქვამს.

დღის ამბები