24 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
ივანიშვილის განაჩენის მოლოდინში - ეკა ბესელია პარტიიდან მის გარცხვას გამორიცხავს

მე სად ვიქნები ეს არის მეათე ხარისხის კითხვა - ასე უპასუხა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას - დატოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და სხვა ლიდერები, მის პოზიციებს არ გაიზიარებენ. 

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა იწყება. სხდომას, სადაც გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე და უვადო მოსამართლეების გამწესების საკითხზე იმსჯელებენ, ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. პარტიის თავმჯდომარე როსტომ მეფის სასახლეში უკვე მივიდა. 

სავარაუდოდ, დღევანდელს სხდომაზე უნდა გადაწყდეს ე.წ. ამბოხებული დეპუტატების ბედიც.  

ეკა ბესელია შეხვედრის დაწყებამდე ამბობს, რომ მსჯელობა საქმიანი იქნება და მოხდება მთავარი საკითხის - მოსამართლეების შერჩევისა და სასამართლოს რეფორმის დასრულების საკითხის განხილვა. დეპუტატი პარტიიდან მის გარიცხვას გამორიცხავს, თუმცა არ ამბობს, თავად დატოვებს თუ არა მმართველ გუნდს. 

„მთავარი კითხვა რა არის, მე წავალ უმრავლესობიდან თუ რა ეშველება სასამართლო სისტემას, რომელია მთავარი კითხვა? ჩემთვის გულწრფელად გეუბნებით, მთავარი კითხვა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის ჩვენ შევძლებთ დავტოვოთ ქვეყანაში გამართული მართლმსაჯულება თუ არა. მე სად ვიქნები, ეს მეორე ხარისხის, მეათე ხარისხის კითხვა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები