24 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
"გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას წითელას წინააღმდეგ ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევს.

როგორც ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, წითელათი დაინფიცირებული პაციენტების რიცხვმა  მკვეთრად მოიმატა და უკვე 580 შემთხვევა დაფიქსირდა. იმნაძე განმარტავს, რომ ეპიდემიის შეჩერების ერთადერთი გზა აცრაა.

"წითელამ ისევ მკვეთრად მოიმატა, დღეისათვის 580 შემთხვევაა ქვეყანაში რეგისტრირებული. დაიწყო საკმაოდ აქტიურად აცრების კამპ[ანია და არასრული მონაცემებით ბოლო სამ დღეში 12 000 ჩვენი მოქალაქე აიცრა. გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა,“-აცხადებს პაატა იმნაძე.

დღის ამბები