24 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ქუთაისის კლინიკაში იანვრის თვეში წითელას დიაგნოზით 94-მა პაციენტმა მიმართა

ქუთაისში კლინიკა „მედიქალ სითის“ ინფექციურ განყოფილებას იანვრის თვეში წითელას დიაგნოზით 94-მა პაციენტმა მიმართა. საავადმყოფოში ამ დრომდე წითელას დიაგნოზით დაავადებული 20 ადამიანი მკურნალობს. ექიმის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით მომართვიანობა სამჯერ არის გაზრდილი.

ექიმი ნუგზარ მაღლაკელიძე ვარაუდობს, რომ მომდევნო კვირაში მიმართვიანობის მაჩვენებელი პიკს მიაღწევს.

რაც შეეხება სეზონურ გრიპს და H1N1-ის ვირუსის შემთხვევებს, ექიმი ამბობს, რომ მიმართვიანობა ამ ეტაპზე, ფაქტიბრივად, შეწყვეტილია.

დღის ამბები