24 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
თავდაცვის ძალების მობილიზება - იზორიამ 2019 წლის სტრატეგია წარადგინა

როგორი იქნება თავდაცვის სამინისტროს სტრატეგია 2019 წელს და როგორ გეგმავს უწყება რეგიონში არსებული გამოწვევებისთვის მომზადებას - უწყების ხელმძღვანელმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებს დღეს სამოქმედო გეგმა წარუდიგინა.

ლევან იზორიას თქმით, წელს მთავარი პრიორიტეტი ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე თავდაცვის ძალების ორგანიზება იქნება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მარტის თვეში საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი ჩამოვა. 

 “2019 წლის მთავარი პრიორიტეტი იქნება თავდაცვის ძალების ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე ორგანიზება, რაც გულისხმობს მთლიანი რესურსების  ჩართულობას ქვეყნის თავდაცვის ამოცანების განხორციელებისთვის, რაც გულისხმობს უფრო ინტენსიურ უწყებათა შორის თანამშრომლობას. უკვე დაანონსდა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში, მარტის თვეში, როდესაც ეს სწავლებები ჩატარდება. ასევე ველოდებით სამხედრო კომიტეტის ვიზიტს საქართველოში, ეს დინამიკა არის მართლაც შეუქცევადი,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები