24 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე გადადგა

საპატრულო პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე თანამდენობიდან გადადგა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

თეიმურაზ კუპატაძე საზღვრის დაცვის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს. ვინ დაიკავებს საპატრულო პოლიციის უფროსის თანმდებობას უცნობია. 

თეიმურაზ კუპატაძე საპატრულო პოლიციას 2017 წლის 23 ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. 

ამ დროის განმავლობაში კუპატაძე არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ოპოზიციის მტკიცებით, საპატრულო პოლიციის უკვე ყოფილი უფროს ლობირებდა სიმამრის კომპანიას, რომელმაც შს სამინისტროში მსხვილი ტენდერი მოიგო. კომპანიას უწყების თანამშრომლებისთვის ფორმები უნდა შეეკერა.   სიუჟეტი ამ თემაზე „შაბათის კურიერმაც“ მოამზადა, რის შემდეგაც ოპოზიციამ სარჩელი პროკურატურაში შეიტანა.

კუპატაძე მამების აქციების დაშლაშიც აქტიურობდა. ბოლოს კი ის ფიგურირებდა ველისციხეში ინაუგურაციის დროს მომხდარ დაპირისპრებაში. ის ნიკა მელიას პირადად დაუპირიპირდა.

 

დღის ამბები