24 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ქუთაისში გვიან ღამით ერთი მაღაზია დააყაჩაღეს, მეორე კი გაქურდეს

ქუთაისში გვიან ღამით ერთი მაღაზია დააყაჩაღეს, მეორე კი გაქურდეს.

მოლარეს თქმით დანით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა მაღაზიაში და ფული მოითხოვა, შემდეგ კი სალაროდან თავად ამოიღო თანხა და გაიქცა. მოლარემ ასევე აღნიშნა, რომ დამნაშავეს ნიღაბი ეკეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინვე გაქურდეს "მაგნიტის" მაღაზიათა ქსელის ერთი ფილიალი, თუმცა ფაქტს შსს არ ადასტურებს. 

 

დღის ამბები