19 მაისი 2024,   12:01
ვრცლად
"მეტი კონკრეტიკაა ხოლმე საჭირო როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებ" - ოთარ დანელია ირაკლი კობახიძეს მიმართავს

ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცხადებას, რომელიც მან გუშინ გააკეთა და პირდაპირ ეთერში დანაშაული აღიარა, რომ ის გრიფით საიდუმლოთი დაცულ კაბელების საქმეს გაეცნო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.

ოთარ დანელია აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე საიდუმლო დოკუმენტაციას ვერ გაეცნობოდა თუ მასზე დაშვება არ ჰქონდა. 

დანელიას თქმით, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ან სხვა პირი ასეთ განცხადებებს აკეთებს, მან უკეთ უნდა დააკონკრეტოს სათქმელი.

"გრიფიან საქმეს ვერ გაეცნობა პიროვნება თუ მას არ აქვს საიდუმლო მასალაზე დაშვება. მეტი კონკრეტიკაა ხოლმე საჭირო როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, კობახიძის მხრიდანაც და ვინც არ უნდა იყოს,“-ამბობს ოთარ დანელია.

ირაკლი კობახიძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ ის პირადად, როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი "დაინტერესდა საქმით, მასში ჩაიხედა" და აღმოაჩინა, რომ "საქმეში იყო მკაფიო დანაშაული."

დღის ამბები