19 მაისი 2024,   11:33
ვრცლად
სავარაუდოდ, CO-თი გარდაცვლილი 21 წლის გოგონასა და 22 წლის ბიჭის ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

კნოლევის ქუჩაზე სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვით გარდაცვლილი, ორი ახალგაზრდა, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ამ წუთებში ადგილზე, მათი ნათესავები და მეგობრები იმყოფებიან. ერთ-ერთი გარდაცვლილის ბებია და დედა საბერძნეთში იმყოფებიან. ისინი ნათესავს დაუკავშირდნენ და ინფორმაციის გადასამოწმებლად ადგილზე მისვლა სთხოვეს.

„არაფერი არ ვიცი, ტელევიზორიდან გავიგეთ და ბებიამ დაგვირეკა. ჩემი ნათესავები არიან,“-განაცხადა ადგილზე მყოფმა ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელმა.

1998 წელს დაბადებული დიმიტრი დარბაიძე და 1999 წელს დაბადებული ანა ჯაფარიძე ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილები გვიან ღამით იპოვეს. გარდაცვლილი დიმიტრი დარბაიძე გორში ცხოვრობდა. მისი მეზობლები ამბობენ, რომ ის თბილისში ქირით იყო და დედაქალაქში სამუშაოდ იმყოფებოდა. 

"რაღაც მარკეტში მუშაობდა. დედამისი საბერძნეთშია. სამი ძმანი არიან. სავარაუდოდ გაზი არისო,"-ამბობენ დაღუპული დიმიტრი დარბაიძის მეზობელი. 

წინასწარი ინფორმაციით ახალგაზედების დაღუპვის მიზეზი ოთახში დაგროვილი CO გახდა. "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ბინა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, უკვე შეამოწმეს. კომპანიის თანამშრომლების ინფორმაციით, ოთახში კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობელი „ნიკალა“ იყო. 

სახლის მეპატრონე დაკითხვაზე იმყოფება. მან კურიერთან კომენტარი არ გააკეთა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები