03 მაისი 2024,   04:53
ვრცლად
სტამბოლში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს

თურქმა სამართალდამცველებმა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია სტამბოლში ძალის გამოყენებით დაშალეს.

ქალაქის ცენტრში, ტაქსიმის მოედნის მახლობლად, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა, მათ გზა პოლიციამ გადაუკეტა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების შესაჩერებლად ცრელსადენი გაზი გამოიყენეს.

კიდევ ერთი აქცია სტამბოლში სირიაში დაკავებული ქალების მხარდასაჭერად გაიმართა.

გავრცელებული ცნობით, 8-წლიანი კონფლიქტის პერიოდში სირიაში 13 ათასზე მეტი ქალი დააპატიმრეს.  

 

 

დღის ამბები