09 მაისი 2024,   23:45
ვრცლად
ჯარისკაცის ცემისა და ფულის გამოძალვის მორიგი ფაქტი - კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე უფლებამოსიება 7 პირს შეუჩერდა

ე.წ. დედოვშინის კიდევ ერთი შემთხვევა და ისევ კრწანისის სასწავლო ცენტრში. ნაცემია ალთუნ აშიროვი, რომლსაც სამხედრო ხელმძღვანელობა რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებთან შეხვდრის უფლებას არ აძლევდა. მან წერილი, ქაზიმ გახრამანოვის მამას გამოატანა, სადაც წერდა, რომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია და შველას ითხოვდა. დღეს, წვევამდელთან შესახვედრად, კრწანისის სასწავლო ცენტრში, "ევროპული საქართველოს" წევრები შევიდნენ. სწორედ მათთან საუბრის შემდეგ დადასტურდა, რომ ალთუნ აშიროვზე ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დაზარალებული კარისკაცი ნუკვე გამოიკითხა. მისი ჩვენების საფუძველზე კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე უფლებამოსიება 7 პირს შეუჩერდა.

Related image"მან დაგვიდასტურა, რომ ფულის გამოძალვის მიზნით ჰქონდა ადგილი მასზე ფიზიკურ ზემოქმედებას და ზეწოლას. ჩვენ დავაზუსტეთ ამ შეხვედრის დროს რომ დღეს 06:00 საათზე ამ ჯარისკაცის ოჯახის წევრებს მისცემენ უფლებას, რომ თავად მოინახულონ ჯარისკაცი და მისგან გაიგონ დეტალები. რაც შეეხება გამოძიებას, ასევე დაგვიდასტურეს, რომ გამოძიებას ჩვენება ჯარისკაცმა უკვე მისცა და ზეწოლის თაობაზე ისაუბრა. დაგვიდასტურეს ისიც რომ 7 ადამიანს, ვინც შესაძლოა მონაწილეობდა მოქმედებებში, შეჩერებული აქვს უფლებამოსილება,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრები ამბობენ, რომ როგორც გაირკვა მსგავსი შემთხვევები  აღნიშნულ საწვრთნელ ბაზაზე ბევრია, ამიტომ თავდაცვის უწყებამ ყველა კონკრეტული ფაქტი უნდა გამოიძიოს.

Image result for ირაკლი აბესაძე„სამწუხაროდ ეს არის არის ერთეული შემთხვევა და სამწუხაროდ ეს ხდება ერთ-ერთ წესით საუკეთესო სამხედრო ბაზაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს აქვს. რომლის ტერიტორიაზეც ასევე განთავსებულია ნატოს სასწავლო-საწვრთნელი ერთობლივი ცენტრი. და ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ჯარების რეპუტაციისთვის მოხდეს გამოძიება და ყველა პირი იქნას გამოაშკარავებული,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფიზიკური ძალადობისა და თანხის გამოძალვის შესახებ განცხადება კიდევ ერთმა ჯარისკაცმა 19 წლის ქაზიმ გახრამანოვმა გააკეთა. სწორედ მისი საქმის გახმაურების შემდეგ, მის მშობლებს გამოატანა ალთუნ აშიროვმა წერილი, სადაც ის შველას ითხოვდა. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები