03 მაისი 2024,   09:02
ვრცლად
ახალი ინიციატივა - სახელმწიფო ბიუჯეტის 25% ყოველწლიურად განათლებას მოხმარდება

პრემიერ-მინისტრი დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა განათლება და დაგეგმილი რეფორმები იყო.

მამუკა ბახტაძემ ხვალინდელი მთავრობის სხდომის მთავარი თემა დააანონსა და თქვა, რომ სამომავლოდ საერთო ბიუჯეტის მეოთხედი ყოველწლიურად განათლების სფეროს მოხმარდება და ეს სიახლე კანონში ჩაიწერება.

„ხვალ არის მთავრობის სხდომა, სადაც გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელზეც ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ. ჩვენ ეს ინიციატივა დავაანონსეთ რამდენიმე კვირის წინ, რომლის მიხედვითაც გვექნება ახალი კანონი და ამ კანონის მთავარი არსი გახლავთ ის, რომ ჩვენი ეკონომიკის 6%, რომელიც არის ჩვენი ბიუჯეტის 25%, ყოველთვის დაიხარჯება განათლებაზე და ახალგაზრდობაზე,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები