19 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
9 აპრილის მემორიალთან მყოფი პრეზიდენტი ჟურნალისტების კითხვებს დაცვის დახმარებით გაექცა

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებს გაექცა. სალომე ზურაბიშვიილმა განცხადება არც 9 აპრილთან დაკავშირებით და არც უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრების განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერები, რომლებიც პრეზიდენტს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც სალომე ზურაბიშვილი მივიდა. 

ზურაბიშვილმა აღნიშნულ საკითხზე მედიის მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხა და ტერიტორია დატოვა. 

დღის ამბები