საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებელ პირობად ევროკომისარი, დიმიტრის ავრამოპულოსი, ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტურ ბრძოლას ასახელებს. ევროკავშირის წარმომადგენელი ვაშინგტონში იმყოფება.
„კურიერთან“ ინტერვიუში ავრამოპულოსი ხაზს უსვამს, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის პრივილეგიაა, რომელიც თავად მოქალაქეებმა და ხელისუფლებამაც ერთად უნდა დაიცვან.
„საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ ევროპაში უვიზო მიმოსვლით, მაგრამ ამავდროულად ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ დაიცვან მინიჭებული პრივილეგია. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან. პრიორიტეტი ორგანიზებულ დანაშაულთან, დანაშაულებრივ ქსელთან ეფექტური ბრძოლაა. სამწუხაროდ, ამ საკითხმა საზღვარგარეთ მყოფი ქართველების მიმართ დისკრედიტაცია გამოიწვია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს ჩვენთან და მოხარული ვართ, ვნახოთ ევროპაში ჩამოსული ქართველები. ყველას გვჯერა ამ დიდი ევროპულ ქვეყნას პერსპექტივის,“- განაცხადა ავრამოპულოსიმ.
ავრამოპულოსის განცხადებით, შეჩერების მექანიზმის გამოყენება არ მოხდება მანამ, სანამ ამის საჭიროება არ დადგება - „ვიდრე საჭირო არ გახდება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმს არ გამოვიყენებთ”,-ამბობს ევროკომისარი.