19 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი ვერ მალავს, რომ ჩვენზე გაბრაზებულია, ის ძალიან საშიშია - ლევან გოგიჩაიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ჩვენზე გაბრაზებულია და ის საშიშია - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ყოფილი ლიდერის გუშინდელ განცხადებებს. 

ლევან გოგიჩაიშვილის აზრით, ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ უვადოდ სწორედ ის მოსამართლეები გამწესდნენ, რომელთა სახელიც ძალადობასთან ასოცირდება. 

"ის ითხოვდა, რომ ჩვენ გავჩუმებულიყავით და რამენაირად გაგვეტანა იურიდიულ კომიტეტზე ეს ათკაციანი სია და მან ეს ვერ მიიღო. ის გაბრაზდა, ის არის დღეს ჩვენზე გაბრაზებული, ის არის ძალიან საშიში ამავდროულად, იმიტომ რომ ვერ მალავს თავის ანტაგონიზმს ჩვენს მიმართ. დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანი საშიშია, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ის ეცდება აიძულოს უმრავლესობა მოძალადე მოსამართლეები გახდნენ ¼ საუკუნის განმავლობაში უვადო მოსამართლეები,“- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი. 

დღის ამბები