19 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
"ეს არ იყო ჩვენთვის მოულოდნელი" - საკრებულოს თავმჯდომარე შაქარიშვილის და ჯიშკარიანის წასვლას ეხმაურება

თბილისის საკრებულოს უმრავლესობისთვის ჯაბა ჯიშკარიანის და ვატო შაქარიშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ აღმოჩნდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დეპუტატები აგრძელებენ საქმიანობას სხვა მოძრაობაში, შესაბამისად მათ მიიღეს გადაწყვეტილება უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარიშვილი დამოუკიდებელი დეპუტატების მანდატით გააგრძელებენ საკრებულოში საქმიანობას.

„ისინი თავიანთ მომავალ საქმიანობას უკავშირებენ სხვა ორგანიზაციას და შესაბამისად ეს გადაწყვეტილება არ იყო ჩვენთვის მოულოდნელი. ისინი რჩებიან საკრებულოში, საკრებულოს წევრებად და მომავალში გააგრძელებენ როგორც დამოუკიდებელი წევრები თავიანთ საქმიანობას,“-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყელამალაძემ. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები