19 ნოემბერი 2024,   08:14
ვრცლად
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია - პრემიერს  ლეილა გულედანის კანდიდატურას სთავაზობენ 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია. ჯერჯერობით გარკვეული არ არის ვახტანგ ყოლბაიას შემცვლელის ვინაობა. აფხაზეთიდან დევნილთა საინიციატივო ჯგუფი ამ თანამდებობაზე ლეილა გულედანის დანიშვნას ემხრობა. შესაბამისი წერილი პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს დღეს გადაეგზავნება.

გულედანი, რომელიც ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია ”დევნილთა ასოციაცია მშვიდობისთვის” აღმასრულებელი დირექტორია ამბობს, რომ მას აფხაზებთან დაახლოების კონკრეტული გეგმა აქვს.

„ჩემი მიზანი დევნილების კონსოლიდაციას უკავშირდება დაბრუნების ირგვლივ და აფხაზეთის მთავრობა ამ თემით უნდა იყოს დაკავებული და ყველა რესურსი აქეთ უნდა იყოს წარმართული. ვფიქრობ პირველ რიგში სტერეოტიპების დასანგრევად, რომ ჩვენ მტრები ვართ აფხაზების, ამისთვის საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაცია,“-აცხადებს გულედანი.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, შესაძლოა ვახტანგ ყოლბაია რუსლან აბაშიძემ შეცვალოს.

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილის კადრად მიიჩნევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები