ისინი ალბათ ბევრ რამეს არ გაითვალისწინებენ, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნიდან - ეს განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ გააკეთა. გიორგი მშვენიერაძემ, მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს და კრიტერიუმებს განსაზღვრავს.
მშვენიერაძე ამბობს, რომ კანონპროექტში ბევრი საკითხია, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
„ჩვენ ვფიქრობ, რომ არის რამდენიმე პრინციპული საკითხი, რომელზეც უბრალოდ ვერც ერთი თავმოყვარე იურისტი ვერ დაწერს სხვანაირ რამეს - ეს არის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, ე.წ. გამოცდის იმ სახით არსებობა, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობდა. ისინი ალბათ ბევრ რამეს არ გაითვალისწინებენ, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნიდან, რომელიც დიდი ალბათობით არ იქნება ხელისუფლებისთვის სასარგებლო,“-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
მოსამართლეების შესარჩევი კრიტერიუმების შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს საქართველოს პარლამენტი დღეს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განიხილა, დეპუტატები ამბობენ, რომ შენიშვნებს გაითვალისწინებენ და პროექტშიც ასახავენ.