05 მაისი 2024,   22:59
ვრცლად
აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურად მართულია - მესამე სექტორი "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებში სახალხო დამცველი და მესამე სექტორი პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ. ნინო ლომჯარიას აზრით, ნათია კაპანაძის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მოთხოვნა პოლიტიკურად მართულია.

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ნეიტრალური სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიაზე გავლენის მოპოვებას მმართველი გუნდი ცდილობს, რადგან აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ ქართული ოცნების კვოტით დასახელებული პირი აქტიურობს. სახალხო დამცველის თქმით, ნათია კაპანაძეს ემუქრებიან და აშინებენ.

უკვე რამდენიმე დღეა, აჭარის ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო. აქედან ერთი ქართული ოცნების კვოტით გასული პირია.

მედიამკვლევარების აზრით, პროცესებს ქართული ოცნება მართავს, რომელსაც არ მოსწონს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არხი.

ნინია კაკაბაძე ამბობს, რომ ნათია კაპანაძის წინააღმდეგ დაწყებული შტურმი 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება.

მედიამკვლევარები აჭარის ტელევიზიის 5-კაციანი ბორდის კიდევ 3 წევრს მიმართავენ, რომ მათ ნათია კაპანაძის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში მონაწილეობა არ მიიღონ და იმპიჩმენტის პროცედურას მხარი არ დაუჭირონ.

სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის კრიტიკის მიუხედავად, პარალამენტის თამჯდომარე და მმართველი გუნდის წევრები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არათუ პროცესებში არ ერევიან, აჭარის ტელევიზიას საერთოდ არ ადევნებენ თვალყურს.

ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ რუსთავი2-ის და იბერიის შევიწროების შემდეგ ხელისუფლება მედიაზე ზეწოლის გაძლიერებას გეგმავს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები