19 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
შეიძლება უმრავლესობას ჰქონდა ინფორმაცია ვენეციის კომისიის მძიმე დასკვნის შესახებ - არასამთავრობოები კანონპროექტის ნაჩქარევად განხვილის მიზეზს ხსნიან

არასამთავრობო ორგანიზაციები უზენასი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურებიან.

მესამე სექტორის ვარაუდით, მმართველ გუნდს წინასწარ ჰქონდა ინფომრაცია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საკმაოდ მკაცრი იქნებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მეორე მოსმენით მიღებას.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რეკომენდაციები ზუსტად ასახავს სასამართლო სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებას და მათი გათვალისწინების აუცილებელია.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას გამართავენ.

„შეიძლება მათ ჰქონდათ ინფორმაცია საკმაოდ კრიტიკული და მძიმე დასკვნის შესახებ და ეს იყო მიზეზი მათ შორის ნაჩქარევად ამ კანონპრექტის გატანის. უკვე ცდილობენ მოსახლეობის იმ აზრთან შეგუებას, რომ ყველა რეკომენდაცია დეტალურად არ იქნება ასახული, რაც ძალიან ცუდია. ახლა არის, პრაქტიკულად, ბოლო შესაძლებლობა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ მაინც ეს პროცსი იმ ჩიხიდან გამოვიდეს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის არასწორი ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით შევიდა,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა.

დღის ამბები