03 მაისი 2024,   03:36
ვრცლად
"არის ეჭვები, რომ პროკურატურაში კორუფციაა" - ინტერპოლით ძებნილი ძმები გლუშკოვები გირაოთი გაათავისუფლეს 

ინტერპოლით ძებნილი ძმები საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. რუსეთის მოქალაქეებს ალექსანდრე და ვლადიმერ გლუშკოვებს საექსტრადიციო გირაოს სახით 100 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ.

"კურიერის" ინფორმაციით, 2018 წლის გაზაფხულზე ისინი საქართველოში სარფის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდნენ. ძმებს, რუსეთის ხელისუფლება თაღლითობასა და რამდენიმე მილიონის მითვისებაში ადანაშაულებდა. ინტერპოლის მიერ ძებნილი დეპუტატები საქართველოში 6 თვის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, ძმები პროკურატურის მაღალჩინოსნებს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, ფულის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ ისინი დააკავეს და გლდანის ციხეში ჩასვეს. გლუშკოვები ამ დრომდე საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდნენ, თუმცა სასამართლომ მხოლოდ პატიმრობის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე შეცვალა გადაწყვეტილება. გლუშკოვები საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ.

"მოგვიანებით ვიტყვი ყველაფერს, არის ეჭვები, რომ პროკურატურაში კორუფციაა,"-ამბობს ვლადიმერ გლუშკოვი.

ამავე თემაზე
დღის ამბები