03 მაისი 2024,   04:05
ვრცლად
ლარი კვლავ გაუფასურდა - 1 აშშ დოლარი 2.7007 ლარი გახდა

ლარი კვლავ გაუფასურდა - ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 ამერიკული დოლარი  2.7007 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6984 ლარი იყო. 

ლარი დოლართან მიმართებაში მიმდინარე კვირის განმავლობაში ფაქტობრივად ყოველდღიურად უფასურდება.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0067 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0246 ლარს შეადგენდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

დღის ამბები