07 მაისი 2024,   09:46
ვრცლად
გორში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს - წაღებულია კომპიუტერი და მობილური ტელეფონები

გორში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია კომპიუტერი და ორი მობილურ ტელეფონი. შემთხვევა წუხელ ქალაქის გარეუბანში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მედიასთან საუბარი არც გაქურდული მაღაზიის და არც ახლოს მდებარე მაღაზიის თანამშრომლებს არ სურთ.

არსებული ინფორმაციით, დღეს დილით მაღაზიაში მისულმა თანამშრომელმა კარი ჩვეულებრივ გააღო, თუმცა, მოგვიანებით შენიშნა, რომ საკეტი დაზიანებული იყო. თანამშრომელმა მაღაზიაში შესვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ნივთები მოპარული იყო.

 

 

დღის ამბები