08 დეკემბერი 2024,   08:02
ვრცლად
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გამოკითხული მოსახლეობის 77%-ისთვის მისაღებია - NDI

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს. NDI-ის თანახმად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება გამოკითხული მოსახლეობის 77%-ისთვის მისაღებია.

საკმაოდ მცირეა იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებისთვისაც მიუღებელია ევროკავშირში გაწევრიანება. ასე გამოკითხულთა მხოლოდ 13% ფიქრობს.

კვლევების დროს მოსახლეობას დაუსვეს კითხვა, რატომ არის მათთვის მისაღები ევროკავშირი. გაწევრიანების მომხრეებიდან 66 პროცენტს მიაჩნია, რომ ეს გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკას, ასევე, 41 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მოუტანს, ხოლო 17 პროცენტი ფიქრობს, რომ შექმნის მეტ სამუშაო ადგილს ევროკაშირში გაწევრიანება.

იმ მოქალაქეებიდან, კი ვინც ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, 39 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს წარმოშობს კონფლიქტს რუსეთთან, 31 პროცენტის თქმით, „მე მირჩევია რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობა მირჩევია“.

კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი.

კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

ამავე თემაზე
დღის ამბები