03 მაისი 2024,   08:30
ვრცლად
ლარის რეკორდული გაუფასურება - ეკონომისტები ფასების ზრდის საფრთხეებზე საუბრობენ

როდის შეწყვეტს ეროვნული ვალუტა ვარდნას - ეკონომიკურ ექსპერტებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ. ანალიტიკოსები კიდევ ერთხელ საუბრობენ ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და იმ შემთხვევაში, თუ პროცესი გაგრძელდება არ გამორიცხავენ პროდუქციაზე ფასების მატებას. შეგახსენებთ, რომ ერთი დოლარი დღეს ოფიციალურად უკვე 2 ლარი და 78 თეთრი ღირს. ლარი დაეცა ევროსთან მიმართებითაც.

"ძალიან მძიმედ გვირტყამს სუსტი ლარი, მით უმეტეს იმის გათვალსიწინებით, რომ ჩვენ დიდი წილი გვაქვს ეკონომიკაში იმპორტის, ამიტომ მომხმარებლებს უპირველესყოვლისა ძალიან მძიმედ გვირტყამს, იმიტომ რომ ბევრი რამე რასაც ვყიდულობთ არის იმპორტირებული. ჩვენ რომ გვქონდეს თანმიმდევრული და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, გაცილებით უფრო დაცული და არამგრძნობიარე იქნებოდა ჩვენი ვალუტა,"-აცხადებს ფინანსისტი, გიგა ბედინეიშვილი

დღის ამბები