06 მაისი 2024,   03:39
ვრცლად
ავსტრიის პრეზიდენტი ქვეყნის კანცლერს თანამდებობიდან ოფიციალურად დღეს გაათავისუფლებს

ავსტრიის პრეზიდენტი ქვეყნის კანცლერს თანამდებობიდან დღეს ოფიციალურად გაათავისუფლებს. პარლამენტის მიერ მოქმედი კანცლერის სებასტიან კურცის მიმართ უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობებს ვიცე კანცლერი, ჰარტ-ვიგ ლოგერი შეასრულებს. ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა  ვენის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის განმარტებით, არჩვენებამდე ქვეყანაში გარდამავალი მთავრობა იმუშავებს. თავად კურცი აცხადებს, რომ მზად არის მიიღოს მისი გადადგომა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ავსტრიელი ხალხი არჩევნებზე მიიღებს.

საპარლამენტო არჩევნები ავსტრიაში სექტემბერში გაიმართება.

დღის ამბები