06 მაისი 2024,   03:42
ვრცლად
სამეფო მეჯლისი ვერსალის სასახლეში - მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 630 სტუმარი შეიკრიბა

ვერსალის სასახლემ საუკუნეების ტრადიცია გააცოცხლა და სამეფო მეჯლისს უმასპინძლა. ლუი მეთოთხმეტის მიერ აგებულ სამეფო სასახლეში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული 630 სტუმარი შეიკრიბა.

წლევანდელი მეჯლისის თემა "მარია ანტუანეტა და მოდა" იყო. წვეულებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, რომელიც ბილეთს შეიძენდა. მოსაწვევები ოთხ კატეგორიად იყო და ფასი 150-დან 510 ევრომდე მერყეობდა.

“VIP”  ბილეთების მფლობელებისთვის, რომლის რაოდენობაც 30-ით განისაზღვრა, სასახლის ყველა კუთხე ხელმისაწვდომი იყო.

დღის ამბები