19 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
მე მგონია, რომ ცოტა დააგვიანდათ კიდეც - ეკა ბესელია ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების დაკავებას ეხმაურება 

პროკურატურამ ცოტა დააგვიანა კიდეც - ასე ეხმაურება ეკა ბესელია ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციას და ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებას. დეპუტატის განცხადებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში კორუფციულ გარიგებების არსებობასთან დაკავშირებით საუბარი, დიდი ხანია არის და ამაზე რეაგირება დაგვიანებულიც კია.

„პროკურატურის პროფესიული დღე რომ არის დღე, რომ არის დღეს და ამ დრეს ხდება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაკავება, ეს შეიძლება უბრალოდ დამთხვევაა. მაგრამ მეორეს მხრივ, დეტალებში შეუსვლელად იმიტომ, რომ მე კონკრეტულ ბრალდებას ბუნებრივია ვერ შევაფასებ მაგრამ როდესაც კორუფციული ბრალდებით დაკავება ხდება ასეთი თანამდებობის ამჟამინდელი და ყოფილი პირები, ეს მე მგონი არის ძალიან მძიმე ფაქტი. კორუფციული ინტერესები, რომ იყო ადგილებზე არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სხვაგანაც მუნიციპალიტეტებში ამაზე იყო საუბარი და მე მგონია, რომ ცოტა დაგვიანდათ კიდეც,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

სპეცოპერაცია ბათუმში ცოტა ხნის წინ ჩატარდა. დაკავებულები არიან მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები. დაკავებულთა შორის არის ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი. საქმე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ეხება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები