19 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს, კატეგორიულად მიუღებელია ელჩის მიერ ასეთი განცხადებების გაკეთება - ვოლსკი ავსტრიის ელჩს აკრიტიკებს

ავსტრიის ელჩს მმართველი გუნდის წევრები დიპლომატიური ნორმების უხეში დარღვევაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება ავსტრიის ელჩის ხმაურიან ინტერვიუს, რომელიც მან „ფორბსის კვირას“ მისცა. ელჩის შეფასებით, საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები პირების დეფიციტია.

ევროპელ დიპლომატს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ეტიკეტი დაუწუნეს და საერთაშორისო კვლევებში ჩახედვა ურჩიეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ელჩის მიერ ასეთი განცხადებების გაკეთება.

„ყველანაირი განცხადება, მითუმეტეს ელჩის მხრივ, არის ყურადსაღები. ჯერ ერთი, ეს სერიოზულად, მნიშვნელოვნად არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს, კატეგორიულად მიუღებელია ელჩის მიერ ასეთი განცხადებების გაკეთება. თუკი რაიმე გადაცდომა არსებობს, რაც ახასიათებს ევროპულ ქვეყნებსაც, აშშ-საც, ამაზეც საქართველომ, ხელისუფლებამ, გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები