07 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
რუსეთში ახალი რაკეტა გამოსცადეს

რუსეთში ახალი რაკეტა გამოსცადეს. ვიდეომასალა თავდაცვის უწყებამ გაავრცელა. რაკეტის ტიპი არ სახელდება, თუმცა სამინისტროს ცნობით, ის ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის სისტემის ნაწილია.

გამოცდა ყაზახეთის პოლიგონზე ჩატარდა. რაკეტა დანიშნულების ადგილზე სატვირთო მანქანით მიიტანეს, დაამონტაჟეს და შემდეგ გაუშვეს.

სამხედრო მაღალჩინოსნების ცნობით, გამოცდა წარმატებით დასრულდა.

დღის ამბები