19 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
რას აკეთებს ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის ნასამართლევი გიორგი დობორჯგინიძე #13 უბანთან? - ნადირაშვილი ვოლსკის მიმართავს

„ევროპული საქართველო“ კიდევ ერთხელ საუბრობს იმ დარღვევებზე, რომელიც ამ დროისთვის მთაწმინდის ოლქში გამოვლინდა. ირმა ნადირაშვილის განცხადებით მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებს აკონტროლებენ როგორც ოცნების კოორდინატორები ასევე კრიმინალური ავტორიტეტები.

„კოორდინატორები, საჯარო მოხელეები, კრიმინალური ელემენტები-ეს ბუკეტი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე დღეს მთაწმინდაზე და კრიმინალებთან შერწყმული "ქართული ოცნება" ასე ცდილობს ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენას“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც მოუწოდა საზოგადოებას და ჟურნალისტებს, რომ თუ კი ისინი კრიმინალურ ავტორიტეტებს საარჩევნო უბნებთან შენიშნავენ მიმართონ პოლიციას. ირმა ნადირაშვილი გია ვოლსკის მიმართავს განმარტოს ვინ არის გიორგი დობორჯგინიძე, რომელიც დღეს ყოფილ ფეხბურთელთა გიორგი დემეტრაძესთან ერთად #13 უბანთან გადაადგილდება.

„ჩვენ ამ თხოვნას ვასრულებთ და ბატონ გიას, ასევე პოლიციის განყოფილებას მივმართავთ, რომ მივიდნენ მთაწმინდაზე #13 უბანზე და გაგვარკვიონ გიორგი დობორჯგინიძე რას აკეთებს. ის მოძრაობს ყოფილ ფეხბურთელთან გიორგი დემეტრაძესთან ერთად და იქ აკონტროლებს სიტუაციას. დობორჯგინიძე ნასამართლევია ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით და მისი სახელი ასევე უკავშირდება სადახლოში მომხდარ ხმაურიან მკვლელობას,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.  

საარჩევნო უბნებზე დარღვევებზე ისაუბრა დავით ბარქაძემაც. მისი თქმით, დარღვევების რაოდენობა და ფორმები მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ღელავს.

"ხელისულება ძალიან ღელავს და სრულიად სამართლიანად არჩევნების შედეგებზე,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები