არჩევნების მეორე ტური მთაწმინდაზე ე.წ. ძველი ბიჭების, კრიმინალური ავტორიტეტებისა და უბნის მაყურებლების მკაცრი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებთან დღეს დილიდან, ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძეც გამოჩნდა, რომელიც მთაწმინდის საარჩევნო უბნებთან მოძრაობს. კახი კალაძის ახლო მეგობარი, რომელიც მთაწმინდის ამომრჩეველი არ არის, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. უბნის მაყურებლებთან ერთად შენიშნეს. გიორგი დემეტრაძე ამბობს, რომ მთაწმინდაზე არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან მეგობრების სანახავად დადის და ამტკიცებს, რომ არჩევნები დღეს მშვიდად დასრულდება.
„აქ საძმაკაცო ცხოვრობს. ეზო-ეზო არ დავდივარ, აქ ჩემი ძმაკაცი ცხოვრობს და მოვედი აქ. არავის არ ვთხოვ არაფერს, ყველამ თავის საქმე იცის რა უნდა გააკეთოს. ცრუ ინფორმაცია გაქვთ. ხალხი დიდი ხანია მობილიზებულია. მე მთაწმინდელი ვარ, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე,“-განაცხადა გიორგი დემეტრაძემ.